|
2016-07-24 10:57:43, 762 ნახვა
საზოგადოება
65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 65 დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, თითოეულ დევნილს მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცა. პროექტის მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დევნილებს სხვადასხვა ტიპის ინვენტარი დაურიგდათ, მაგალითისათვის საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტები, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის და სხვა. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)