|
2016-07-23 17:48:59, 686 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას ვოლფგანგ შიობლეს, ქალაქ მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. როგორც მინისტრის წერილშია ნათქვამი, ის გერმანიის ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "ბატონო ვოლფგანგ! შემძრა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში დატრიალებულმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გაცილებით მეტი - მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები - დაიჭრა მოძალადის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამ დიდი შოკისა და გლოვის წუთებში, მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება, რომელსაც დაღუპულების ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისადმი გამოვხატავ, დაჭრილებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიგულეთ თქვენთან, ქვეყნის ხელისუფლებისა და გერმანელი ერის გვერდით. მწამს, რომ მომავალში მოახერხებთ ამ საშინელი ფაქტების აღკვეთას, რადგან ტერორიზმი მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნის. ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტერორიზმი გლობალურ საფრთხედ იქცა , ბოლოდროინდელი მოვლენები ბრიუსელში, პარიზში, ნიცაში, სტამბოლში და ბოლოს მიუნხენში, ამას ადასტურებს და მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დადგეს ერთად ამ ბოროტების წინააღმდეგ. კვლავ გარწმუნებთ ჩვენს მხარდაჭერაში ამ მტკივნეულ დროს. გისურვებთ მშვიდობას და სიძლიერეს თქვენ და გერმანელ ერს”,- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)