|
2016-07-23 13:00:20, 733 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სპორტსმენებს: თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გააბედნიერებს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინსტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა და მომავალი გამარჯვებებისთვის სვლაში წარმატებები უსურვა. „დღეს ორი მსოფლიო იბრძვის. ის, ბოროტება რომელიც, ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როცა ასე მალულად და ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს, და ამის საპირისპირო ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ღიად ასპარეზობთ გამარჯვებისათვის და თქვენს კეთილ ნებას აჩვენებთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის. მე თქვენთან ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი ოლიმპიელი 13 სახეობაში იასპარეზებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)