|
2016-07-23 00:27:22, 783 ნახვა
საზოგადოება
ქართველი სტუდენტი: ვიმყოფებით შენობაში, გარეთ გასვლის საშუალებას არ გვაძლევენ, ხალხი პანიკაშია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს ქართველი სტუდენტი მარი კახიძე შეესწრო. მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის მაკდონალდსში იმყოფება. ტერიტორიას პოლიცია იცავს, სამართალდამცველები მათ შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. სტუდენტის განცხადებით, მოსახლეობა პანიკაშია. მარი კახიძის თქმით, მისი მიუნხენში მყოფი მეგობრებიც მსგავს სიტუაციაში არიან, იმყოფებიან შენობებში და გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ. ცნობისთვის, მიუნხენის პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად ექვსი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. Abendzeitung თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს რომ გარდაცვლილები 6 ზე მეტია. ხოლო "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა. მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა. „დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე. პოლიცია ასევე მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)