|
2016-07-22 19:01:08, 1068 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წარმატებით დასრულდა
თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - კომერციის სამინისტროს წარმომადგენელი ლიუ ჰუა. აღნიშნული მოლაპარაკებები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომლის ამოქმედების შემდეგაც საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. „ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ძირითად დებულებებზე შეთანხმებას. გვაქვს დარჩენილი რამდენიმე თავი, რომელიც საჭიროებს კიდევ დაზუსტებას. შესაბამისად, ორივე მხარემ გადავწყვიტეთ, რომ არ არის საჭირო დამატებით მეოთხე რაუნდის გამართვა და შევთანხმდით, რომ სექტემბრის თვეში მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიწრო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც განვიხილავთ ამ ღია საკითხებს. ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ მესამე რაუნდის ფარგლებში, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკების დასრულება ნამდვილად რეალურია. დიდი ალბათობით შეიძლება ამას შემოდგომაზეც მივაღწიოთ სექტემბრის მოლაპარაკების ფარგლებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გენადი არველაძის თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული. მოლაპარაკებების დაწყებას წინ უძღოდა: 2015 წლის 10 სექტემბერს, ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 2015 წლის 10 დეკემბერს, ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ხელის მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)