|
2016-07-22 15:36:26, 692 ნახვა
საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ლომინაძის მეუღლეები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან
„მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ლომინაძის მეუღლეები რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა. „გიორგი ლომინაძის მეუღლე, რომელიც ორსულია, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია, მძიმე დაზიანებებით, არასტაბილური ზემო დინამიკით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ასევე გადმოყვანილია მძიმე დაზიანებებით მართვით სუნთქვაზე და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველა პაციენტზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ადეკვატური სამედიცინო ჩარევა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანჟელა ორჯონიკიძემ. რაც შეეხება თავად მორაგბეებს - მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შეგახსენებთ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაშავდა. ინციდენტი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)