|
2016-07-22 13:18:44, 994 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გაეროს მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში თემაზე: „შიდა რესურსების მობილიზაციის რეფორმა პარტნიორ ქვეყნებში და ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივის როლი", სადაც მან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება აღნიშნულ ინიციატივასთან თანამშრომლობის სფეროში. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივა შეიქმნა 2015 წელს გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობების მიერ და ამჟამად ის აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, გაზარდონ ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებში შიდა რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას და საწყისი ფაზიდანვე აქტიურად თანამშრომლობს მასთან. შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და დაასახელა სფეროები, რომლებშიც ქვეყანა საჭიროებს დახმარებას ადის-აბებას ინიციატივის დონორი ქვეყნების მხრიდან. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სფეროში მიმდინარე პროექტებში, როგორიც არის BEPS-ის პაკეტის დანერგვის მიზნით შექმნილი ინკლუზიური პლატფორმა, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის ივნისში შეუერთდა და რომელიც შესაძლებელს ხდის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის ქვეყნებთან ერთად, თანასწორუფლებიან მონაწილეობას გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე BEPS-ის სამუშაო ჯგუფებსა და საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფში. მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2017 წლიდან. შეხვედრის ორგანიზატორების მიერ ერთხმად აღინიშნა საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში და მის მიერ მიღწეული პროგრესი საგადასახადო რეფორმების სფეროში.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)