19:06 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 09:23:09, 771 ნახვა

პოლიტიკა
პუშკოვი: რუსეთი ამ ეტაპზე არ მიიჩნევს აუცილებლობად საქართველოს ზომებით უპასუხოს

 „რუსეთის ამ ეტაპზე არ მიიჩნევს აუცილებლობად საქართველოსა და სხვა ქვეყნებს ზომებით უპასუხოს,რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ ყირიმთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსეი  პუშკოვმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ამ ნაბიჯს არამეგობრულად აღიქვამს და პროპაგანდისტულ, პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს.

„რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე უპასუხოს ზომებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, აჩვენოს თავისი ერთობა დასავლეთთან, რომელიც ამ სანქციების ინიციატორია“,-განაცხადა პუშკოვმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics