|
2016-07-21 18:00:05, 707 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება
საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას აგრძელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება. ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს. სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)