|
2016-07-21 16:24:10, 654 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-სომხური პარტნიორობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში დღეს, ქართულ-სომხური პარტნიორობის პროექტის- „აღმოსავლეთის პარტნიორობა ტერიტორიული თანამშრომლობისათვის“- შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ ხორციელდება. 2015 წლიდან საქართველოსა და სომხეთში რამდენიმე ტრასნსასაზღვო პროექტი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროების ინიციატივით გაიმართა. სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა სომხეთ-საქართველოს 225 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებს მოიცავს. საქართველოში ეს რეგიონები ქვემო ქართლითა და სამცხე-ჯავახეთითაა წარმოდგენილი, სომხეთში- ლორე, შირაქითა და თავუშით. ამ დროისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა მილიონ 425 ათასს შეადგენს, სადანაც 699 ათასი სომხეთში, 726 ათასი კი საქართველოში ცხოვრობს. პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სასაზღვრო რაიონებში ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პოტენციალის გაზრდა, ეკოლოგიის, დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაა. მსგავსი პრეზენტაცია სომხეთში 26 ივლისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)