|
2016-07-21 15:25:49, 780 ნახვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო წლიდან მარნეულის N3 ბაგა-ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს
მარნეულში მცხოვრები 400-მდე ბავშვი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში ივლის, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად იქნება ადაპტირებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს, პროექტი ბაგა-ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მოიცავს შიდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და ახალი გათბობის სისტემების მოწყობას, სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქციებისა და ფენილის გამოცვლას. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა. N3 ბაგა-ბაღის შენობა 1988 წელს არის აშენებული და მას დღემდე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალი სასწავლო წლიდან ქ. მარნეულის N3 ბაგა-ბაღი 280 ბავშვის ნაცვლად 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)