|
2016-07-21 11:30:24, 764 ნახვა
საზოგადოება
№143 -ე საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება
ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩის №21-ში მდებარე №143 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ბაღის განახლებულ შენობაში შეხვდებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღის ავარიული ფლიგელის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, სამუშაოები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება. გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება. №143 ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს შეადგენს. აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - №196 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)