|
2016-07-20 18:20:29, 655 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მუშაობას გაეცნო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა განაპირობა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა. მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა (თვეში 300-ზე მეტი) ხორციელდება 22 მიმართულებით. შესაბამისად გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს. ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ,,როგორც ვხედავთ თვითმფრინავების ნაკადი გაიზარდა. სერვისები გაუმჯობესებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ფაქტია ჩვენი რეგიონისთვის"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბათუმში, წვიმიანი ამინდის შემთხვევაშიც კი ტურისტს შეუძლია დრო საინტერესოდ გაატაროს. ეწვიოს აკვარიუმს და დელფინარიუმს, სადაც შოუ დღის განმავლობაში სამჯერ იმართება. ასევე დაათვალიეროს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიური, ნობელის და ეთნოგრაფიული მუზეუმები . შეუძლიათ გაემგზავრონ მაღალმთიან აჭარაში, ეწვიონ ქედის ან ხელვაჩაურის საოჯახო ღვინის მარნებს, გაეცნონ ღვინის წარმოების ადგილობრივ ტრადიციებს და დააგემოვნონ აჭარული კერძები. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში ბათუმში დაგემილია არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ტურისტული ვებგვერდის საშუალებით ან ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, რომელთა რაოდენობაც წელს 9-მდე გაიზარდა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)