|
2016-07-20 16:28:49, 795 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: 4 წლის განმავლობაში, საჩხერეში ყველაზე დიდ მიღწევად ხალხის სიყვარულის მოპოვებას ვთვლი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის მანანა კობახიძის განცხადებით, ის მაჟორიტარად კენჭს აღარ იყრის და პარლამენტში მოხვედრას, სავარაუდოდ, საპარლამენტო სიით ეცდება. როგორც „ექსპრენიუსს“ კობახიძემ განუცხადა, 2012 წელს სხვა რეალობა იყო, ახლა კი, ჯობს, საჩხერეში კენჭი საჩხერელმა იყაროს. „საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან რთულია. თავად საჩხერის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს თუ რამდენად კარგად იმუშავა მათმა დეპუტატმა 4 წლის განმავლობაში. 2012 წელს იყო სულ სხვა რეალობა. მაშინ ბატონ ბიძინას იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველანაირი პრობლემა შეუქმნა, რათა არ მომხდარიყო მისი პარტიის თავმდჯომარედ არჩევა. აქედან გამომდინარე, 2012 წელს მუშაობა ექსტრემლურ სიტუაციაში გვიწევდა. 2012 წელს ბატონმა ბიძინამ მე დამასახელა პარტიის თავმჯდომარედ და ალბათ, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რომ იქ მეყარა კენჭი, საიდანაც ბატონი ბიძინა იყო წარმოშობით. სწორედ საჩხერის მოსახლეობამ განიცადა ძალიან დიდი რეპრესიები ბატონი ბიძინას ერთგულებისთვის. საჩხერე სწორედ გამარჯვებასთან ასოცირდებოდა. თუმცა, მე საჩხერესთან არანაირი შეხება არ მქონია და ეს მაჟორიტარისთვის ძალიან რთულია. თუმცა, ამ ქალაქთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ვცდილობდი, ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩემამდე მოდიოდა, შეძლებისდაგვარად მომეგვარებინა. მეორე ამბავია ის, რომ ბატონ ბიძინას იმხელა დამსახურება აქვს ქვეყნისა და ამ რაიონის მიმართ, როდესაც საჩხერე გადაარჩინა მან დაცლისგან იმ დახმარებით, რომელსაც ბატონი ბიძინა ამ ადამიანებს უწევდა. სკოლები, გზები, სახელბის გადახურვა, სოციალური დახმარება, წყალი, შუქი, გაზი და ა.შ. ის, რომ დღეს ეს ყველაფერი არის საჩხერეში, ეს სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს იქ მაჟორიტარი, შეუძლებელია ამ ადამიანის მეათასედი მაინც შეძლოს. ახლა საჩხერეს ძალიან კარგი გამგებელი ყავს. ბევრ რამეს აკეთებს დღეს გამგებელი მაშინ როდესაც, ყოფილი გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ თვლიდნენ, რომ ყველაფერი ივანიშვილს უნდა ეკეთებინა და თვითონ მარტო პრემიებს იღებდნენ. ამ მოცემულობიდან, ვფიქრობ, რომ ჯობს საჩხერეში კენჭი იქაურმა ადამიანმა იყაროს. სწორედ ასეთია პაატა კვიჟინაძე. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გადაწყდა, რომ კონსერვატიული პარტია ცალკე აღარ გამოვა არჩევნებში და ისინი ჩვენი პარტნიორები გახდნენ. თუმცა, საჩხერეში ყველა მოიგებდა არჩევნებს კვიჟინაძეც და მანანა კობახიძეც“, - განაცხადა კობახიძემ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საჩხერეში 4 წლის განმავლობაში მისი ყველაზე დიდი დამსახურება ხალხის სიყვარულის მოპოვებაა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაატა კვიჟინაძე დაასახელა.
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)