|
2016-07-20 15:52:12, 749 ნახვა
საზოგადოება
ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ საწარმოებში 80 დევნილი დასაქმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერი ეკა გვალია, ბათუმში, ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მეწარმეს ესტუმრნენ და საწარმოები ადგილზე დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ცენტრმა „აფხაზეთმა“ ტექნიკა-დანადგარების შესაძენად ადგილობრივ მეწარმეებს გრანტები გადასცა, თავის მხრივ მეწარმეებმა დევნილების დასაქმების ვალდებულება აიღეს. სულ დაფინანსდა 44 საწარმო და გრძელვადიანად დასაქმდა 80-მდე დევნილი. უწყების ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძე ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში მცირე მეწარმეებისათვის ხელსაწყოების გადაცემის ღონისძიებასაც დაესწრო. ღონისძიებაზე 40-მდე დევნილ და ეკომიგრანტ მცირე მეწარმეს, საარსებო წყაროების მოსაძიებლად, როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე არსებული საქმიანობის გასაფართოებლად 500 ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი). (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)