|
2016-07-19 18:14:25, 667 ნახვა
საზოგადოება
არხილოსკალოში რიგით 35-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
ხვალ, 20 ივლისს, 14:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. საქართველოში ის რიგით 35-ე ცენტრი იქნება. არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს, არამედ მიმდებარე სოფლების − ზემო და ქვემო ქედის, საბათლოს, ფიროსმანისა და სამთაწყაროს − მცხოვრებთაც. აღსანიშნავია, რომ სოფელი საკმაოდ მოშორებულია რაიონულ ცენტრს და დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად დედოფლისწყაროს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უხდებოდათ. სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)