|
2016-07-19 10:20:09, 666 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ ლიუბლიანას ბავშვთა ცენტრი მოინახულა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლიუბლიანას მახლობლად მდებარე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სკოლა „Dolfke Bostjancic"-ი მოინახულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვა გააჩნიათ. პირველ ლედის ცენტრის დირექტორმა და სამედიცინო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა უმასპინძლეს და ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პირველი ლედი ცენტრში მომუშავე პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებიც მოინახულა. მაკა ჩიჩუა ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და იმ პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც ბავშვთა მენტალური თუ ფიზიკური განვითარებისთვის ხორციელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ლედიმ დაათვალიერა ცენტრში არსებული სამედიცინო და ფიზიო-თერაპიული პუნქტი, ასევე მოინახულა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სკოლა, რომელიც აღნიშნული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. მაკა ჩიჩუამ ცენრთან არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, სადაც ბენეფიციართა საცხოვრებელი სახლები, სპორტული მოედნები და საცუარო აუზია განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)