|
2016-07-18 16:41:38, 646 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მინიტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით 7 -ის წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. დეპუტატებს ოთხივე კანდიდატი აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარუდგინა. მინისტრების 4 კანდიდატიდან ორი ახალი სახეა. თანამდებობები შეინარჩუნეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა. ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძის კანდიდატურა შეირჩა. იგი სოფლის მეურნეობის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გაეროს განვითარების პროგრამაში ახორციელებდა ევროკავშირის პროექტს „ENPARD" -ი . მონაწილეობა მიიღო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 700 000 ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 % -ით გაეზარდა. ასევე მას უკავშირდება აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი, რომელიც განაპირობებს 2016-2020 წლების მანძილზე ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას ჩვენს რეგიონში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანდიდატად რამაზ ბოლქვაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო. რამაზ ბოლქვაძე მრავალი წელია წარმატებულად მუშაობს ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, ამავე უწყების ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სხვა. რეგიონის ხელმძღვანელმა კანდიდატების წარდგენამდე დეპუტატებს მინისტრების შესახებ საკუთარი შეხედულებები გააცნო, რის შემდეგაც ფრაქციების წევრებმა და დეპუტატებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები პირადად მინისტრების კანდიდატებისგან მოისმინეს. გაიმართა დებატები სამინისტროების მიერ განხორციელებული სამუშაოების და მომავალი გეგმების ირგვლივ. აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრიანი შემადგენლობიდან სხდომას 20 დეპუტატი ესწრებოდა. აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია ხმათა უმრავლესობით.
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)