|
2016-07-18 16:05:29, 649 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი იმ მუხლის გაუქმებას გამორიცხავს, რომელიც სახელმწიფოს წიგნების დაბეჭდვის უფლებას ანიჭებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი გაუმჯობესდა და საუბარი იმის შესახებ, რომ წესი არ შეცვლილა, არასწორია. რაც შეეხება კონკრეტულად მუხლს, როდესაც სახელმწიფო იტოვებს უფლებას, თუ გამომცემელი ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს, სახელმწიფომ დაბეჭდოს, ჯეჯელავას თქმით, ამ მუხლის გაუქმება გამორიცხულია. ჯეჯელავას განმარტებით, თუკი გამომცემელი ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ წიგნები აღარ დაბეჭდოს და სხვა ბიზნესში ჩაერთოს, მოსწავლეები სახელმძღვანელოების გარეშე დარჩებიან: "ვინც თვლის, რომ წესი არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა, ალბათ, წესი არ უნახავს, რადგან წესი რადიკალურად შეცვლილია და აბსოლუტურად განსხვავებული და გაუმჯობესებული წინა წესთან შედარებით. რაც შეეხება კონკრეტულად მუხლს, როდესაც სახელმწიფო იტოვებს უფლებას, თუ გამომცემელი ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დაბეჭდოს. ბიზნესის ლანდშაფტი ყოველდღიურად იცვლება. შეიძლება დღეს გამომცემელი ამ ბიზნესში იყოს, ხვალ სრულიად სხვა ბიზნესში იყოს, აღარ აინტერესებდეს წიგნების საკითხი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეები არ დარჩნენ სახელმძღვანელოების გარეშე. დაგირავება ასევე ვთქვათ ინტელექტუალური საკუთრების, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. გამომცემლებთან ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, კონსესუსი იქნება. თუ გავაუქმებთ მუხლს, ეს ნიშნავს, რომ თუ გამომცემელი გადაწყვეტს, რომ აღარ მოგვცეს წიგნები, ბავშვები დარჩებიან სახელმძღვანელოების გარეშე, ამას გამოვრიცხავ",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. გრიფირებული სახელმძღვანელო წარმოადგენს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც სპეციალური წესების დაცვით არჩევს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულება და ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს – „გრიფს“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)