10:31 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 15:34:35, 1052 ნახვა

ეკონომიკა
იან კელი: ეს მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას

შეერთებული შტატების ელჩმა  საქართველოში იან კელიმ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და  დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა. 

 ელჩმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა.

,,ბევრ დამსაქმებელს,  რომელიც დღეს შეიკრიბა, შეიძლება არ გააჩნდეს პრობლემები მაღალკვალიფიციური  კადრების მოზიდვისას, თუმცა საშუალო დონის კადრების მოზიდვა არის რთული. სწორედ ტექნიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით არის გარკვეული სირთულეები. არათანაბარი განვითარება, პროფესიული განათლება, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია  ქალბატონების ჩართულობაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში... დღეს ჩვენ სწორედ  ორგანიზებას ვუკეთებთ ერთ-ერთ კონფერენციას, ტრენინგს სადაც ამ თემებზე მიდის მსჯელობა.

 საქართველოს მთავრობამ,  სიამოვნებით ვიძახი, დიდი პროგრესი განიცადა სწორედ ამ მიმართულებით.  არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა პროფესიული განათლების განვითარების. დღეს ვისაუბრებთ  როგორ გავზარდოთ  ეკონომიკური მაჩვენებელი, განვავითაროთ უნარ-ჩვევები, რათა დავასაქმოთ მეტი ხალხი. კერძო პროგრამებიც ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს ყველაფერი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო -ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოშ იან კელიმ.

შეგახსენებთ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics