|
2016-07-17 10:53:50, 752 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია
თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, სამშობლოში უკვე დაბრუნებულია. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა. "თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების მოკლე ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ კონტაქტზე იყო ავიაკომპანიების - "ატლას გლობალის" და "თურქეთის ავიახაზების" წარმომადგენლობასთან; "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი, მათ შორის ოთხი ჩვილი იმყოფებოდა. დამატებითი რეისი დანიშნა სტამბოლიდან "თურქეთის ავიახაზებმაც". რეისით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:45 საათზე დაეშვა, 141 მგზავრი ჩამოფრინდა. ყველა მგზავრი, რომელიც, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, სტამბოლის აეროპორტებში იყო დარჩენილი, უკვე საქართველოშია. საკუთარ რიგს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანზიტული ფრენით მიმავალი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. საქართველოსკენ უვნებლად გამოემგზავრა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქართული გენი“, რომლის ავტობუსსაც, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო, სტამბოლიდან 60 კილომეტრში გაჩერება მოუხდა. უკვე დაზუსტებულია თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი რეგულარული რეისების დროც. კომპანია "ატლას გლობალის" თვითმფრინავი თბილისში 23:45 საათზე გამოფრინდება, ათათურქის აეროპორტიდან მომავალი რეისი კი 01:40 საათზე შესრულდება. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა 16:00 საათიდან მოიხსნა და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები - "სარფი", "კარწახი" და "ვალე" და მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)