|
2015-03-05 09:33:50, 934 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან გამოსვლის ორ გზას სთავაზობს
საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისია საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან ორ გამოსავალს სთავაზობს- ან გაზარდოს გადასახადები, ან შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძრვანელმა მარკ გრიფიტსმა გუშინდელ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს, გადასახადებს გაზრდის, თუ საბიუჯეტო ხარჯებს შეამცირებს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო გარედან მომავალი დიდი ეკონომიკური შოკი. სერიოზული ეკონომიკური ვარდნა განიცადეს რუსეთმა, უკრაინამ და სომხეთმა. ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. მნიშვნელოვნად გაუფასურდა მათი ეროვნული ვალუტაც. აქედან გამომდინარე, რთულია რჩევის მიცემა. ვინმეს დადანაშაულებას თავი ავარიდოთ და ვეძებოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები, რაც ადვილი არ იქნება. მაგრამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი რეცეპტი ასეთია, - გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება, ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლო არ უნდა გახდეს, უნდა შენარჩუნდეს მცურავი გაცვლითი კურსი და მოერგოს მიღებულ შოკს. რაც შეეხება კრედიტის აღებას, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის შეიძლება დაეხმაროს ვითარებას ამ შოკის დროს, მაგრამ ის იქნება მოკლევადიანი. აუცილებელია ფუნდამენტურ პრობლემებზე მუშაობა", - განაცხადა მარკ გრიფიტსმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)