|
2016-07-15 17:26:30, 1123 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ მონაწილეობა მიიღო. მან მოხსენება გააკეთა თემატურ სესიაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს (DCFTA), მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ეკონომიკურ გავლენას მიეძღვნა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება დაიწყო სამძიმრით საფრანგეთისა და ფრანგი ხალხისადმი 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. DCFTA-ზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა იმ რეფორმებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გამოირჩევა თანამიმდევრული რეფორმებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობა, ექსპორტის ხელშეწყობა, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმა და სხვ. მისი შეფასებით, ყოველივე მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, ყველა ეს პოზიტიური პროცესი უნდა აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ბიზნესს გაუჩნდა DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების თვალსაზირისით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც იყიდება ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე. იმ დროს, როდესაც საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში დსთ-ს წილი მცირდება, იზრდება ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებელი და 30 პროცენტამდე გაიზარდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე, რომლებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის მიმართულებით. თემატურ სესიაში ასევე მონაწილეობნენ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, რუმინეთის რესპუბლიკის დეპუტატების პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორანი და სხვ. თემატიკური სესიის სპიკერებმა ოფიციალური მოხსენებების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)