|
2016-07-15 11:52:56, 661 ნახვა
საზოგადოება
ამ დროის მონაცემებით, ნიცაში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საფრანგეთში საქართველოს საკონსულოსთვის ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საკონსულოში 24 საათიანი ცხელი ხაზია ამოქმედებული (+33 7 83 31 86 89). "ცხელი ხაზია ამოქმედებული, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს ვინც ნიცაში იმყოფება ან აქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ შეუძლია საკონსულოს დაუკავშირდეს", - აცხადებენ უწყებაში. საგარაო უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო თავად დაუკავშირდა იმ ქართველებს, რომლებიც მათი ინფორმაციით ნიცაში იმყოფებიან. როგორც მოქალაქეებმა განაცხადეს ისინი უსაფრთხო არიან. საქართველოს საკონსულო საფრანგეთის სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზეა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)