|
2016-07-14 18:05:41, 655 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილებისათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პილოტირების“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრს - „აფხაზეთს“ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, მხარში დგომისთვის და სამინისტროს ბენეფიციარების საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ საპილოტე პროექტი დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ითვალისწინებდა მათთვის შემოსავლის წყაროების გაჩენას, რაც სრულ თანხვედრაშია სამინისტროს ხედვასთან, რომ დევნილებს საცხოვრებელთან ერთად მისცეს შემოსავლის წყაროების გაჩენის შესაძლებლობები. „ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნებამდე დევნილები ღირსეული საცხოვრისით ვუზრუნველვყოთ, გავზარდოთ მათი თვითკმარობა და ფინანსური დამოუკიდებლობა. მჯერა, რომ ეს პროექტი დევნილ ბენეფიციარებს მნიშვნელოვნად დაეხმარება თვითრეალიზებაში, საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანაში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით დევნილთა საარსებო წყაროების ხელშემწყობი პროექტები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. პროექტის ფარგლებში დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციისა და იჯარის შესახებ, ჩატარდა ტრენინგი და დარიგდა დაახლოებით 1 000 თემატური ბროშურა გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 7 სოფელში. პროექტის დახმარებით 14-მა დევნილმა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)