|
2016-07-14 18:01:29, 807 ნახვა
საზოგადოება
EMC-TDI: მართლმადიდებლური ეკლესია მიღებული მილიონებიდან ქველმოქმედებაზე 1%-ს ხარჯავს, ხელფასებზე 60%-ს
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" [EMC-ის და TDI] კვლევის თანახმად 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული თანხებიდან სოციალურ მომსახურებაზე 1%-ზე ნაკლები დაიხარჯა. კვლევის თანახმად, 2014 წელს ქველმოქმედებაზე თანხების 0.6 %, ხოლო 2015 წელს - 0.17 % დაიხარჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროცენტულად მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისთვის გადაცემული სახსრებიდან ყველაზე დიდი თანხა ეკლესიების მშენებლობა/რესტავრაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა. კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს საპატრიარქოსა და მისი იურიდიული პირებისთვის გადაცემული 25.6 მილიონიდან 60 პროცენტზე მეტი, 15.5 მილიონი ლარი, თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებში, დანამატებსა და ჰონორარებში დაიხარჯა. ცნობისთვის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)