|
2016-07-14 13:32:59, 609 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: დადგა დრო, ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება
დარწმუნებული ვარ, რომ არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ამას ემხრობა წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ასევე ევროპარლამენტი, რადგანაც საყოველთაოდ არის გაცნობიერებული და აღიარებული, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. ახლა დადგა დრო, როცა ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება. თუკი ამისთვის აუცილებელი გახდა დამატებითი ბიძგი, მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ ,"- განმარტა იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის ლიდერი, კიდევ ერთხელ მიიღო მზადყოფნა და სურვილი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ. ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს. "ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)