14:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 15:55:53, 605 ნახვა

პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: "ოცნებამ" ახალი სახეების წარდგენა დააგვიანა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ახალი სახეების გამოჩენა "ქართულ ოცნებაში" დაძაბულობას გაზრდის, რადგან ძველ სახეებს ამით პრობლემები შეექმნებათ.

როგორც საყვარელიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, ახალი სახეების გამოჩენა კარგია, მაგრამ დასკვნების გამოტანა საბოლოო სიის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ჯერჯერობით, რასაც შევხედე, საკმაოდ კარგი ახალგაზრდები არიან, რომელთაც ძალიან კარგი განათლება აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ახალი სახეები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ მომგებიანი განაცხადია, მაგრამ ჯერ არ ვიცით საბოლოო სია როგორი იქნება. შეიძლება პრობლემა გახდეს ის, რომ "ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება გვიან მიიღო. ჯობდა ადრე მომწიფებულიყო ეს გადაწყვეტილება და ისინი საზოგადოებისთვის დროულად წარედგინათ. ამით, ახალი სახეების ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამასთან, ახალი სახეების მოსვლა მმართველ გუნდში დაძაბულობას გაზრდის. ახალი სახეების წინ წამოწევით ძველ სახეებს გაუჩნდებათ პრობლემები. თუმცა, თაობათა შორის დაპირისპირება ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics