14:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 15:47:11, 734 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „ნაციონალების" ათეული „ოცნების" ახალ სახეებთან შედარებით, დიდ უპირატესობას ფლობს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც ახალი სახეები არჩევნებამდე 3 თვით ადრე წარადგინა.

როგორც "ექსპრენიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, ახალ სახეების მოყვანა პარტიაში დაძაბულობას გაზრდის, რადგან არ შეიძლება „4 წელი აშენებდე პარტიას და არჩევნებამდე 3 თვით ადრე  პარტიის წევრებს ახალი სახეები თავზე დაასვა“.

„პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე 4 წლით ნაშენებ პარტიაში ახალი საახები მოიყვანო და სხვა წევრებს თავზე დაასვა. ეს პროცესი თვითონ პარტიაში იწვევს დაძაბულობას. გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ აქვთ საჭირო გამოცდილება. პირდაპირ საარჩვნო პროცესში რომ მოგყავს ადამიანები, რომელთაც არ აქვთ არც ცნობადობა და საჯარო სივრცეში კომუნიკაციის გამოცდილება, ეს ადამიანები დგებიან დიდი გამოცდის წინაშე და წარუმატებლობის რისკი მაღალია. თუ, მაგალითად, იმავე "ნაციონალური მოძრაობის" ათეულსა და "ოცნების" ახალ სახეებს შევადარებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ათეული დებატებსა და საჯარო სივრცეში კომუნიკაციის თვალსაზრისით, საგრძნობ უპირატესობას ფლობს. თუ ახალი სახეების წარდგენა უნდოდა მმართველ გუნდს, გაეკეთებინა ეს 6-7 თვით ადრე. რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს არის "ოცნების" პოლიტტექნოლოგიური შეცდომა", - განაცხადა ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics