|
2016-07-13 15:04:26, 628 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს შეუერთდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს შეუერთდა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო ქვეყანაში ბიზნესის ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. „ „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო, რომ ბიზნესი ყოფლიყო ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, მედია თავისუფალი, ხოლო ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არის წინაპირობები, რომელზეც შემდგომი 4 წლის განმავლობაში, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თაოსნობით, ჩვენ უკვე დავაშენებთ რეფორმებს, ეს არის - განათლებისა და ეკონომიკური სფეროების რეფორმირება, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ქვეყანაში, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია, გაუმჯობესება, ეს არის მიზეზები, რისთვისაც შემოვუერთდი „ოცნების“ საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, მინისტრის მოადგილის პოსტს მაშინ დატოვებს, როცა ამას კანონი დაავალდებულებს. რაც შეეხება იმას, არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში იქნება, თუ მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს, თალაკვაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ოცნების“ სამდივნოს მიერ, მოგვიანებით გაკეთდება. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიმლა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო გუნდის ახალი სახეები წარადგინა. განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)