|
2016-07-13 13:53:22, 730 ნახვა
საზოგადოება
ჭადრაკის ფედერაცია: ფოთის მერიამ გადაწყვეტილება ჩვენთან კოსულტაციის გარეშე მიიღო
ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ მიქაძის განცხადებით, ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირისთვის სახელის შეცვლა მათთან კონსულტაციების გარეშე განხორციელდა. როგორც "ექსპრენიუსს" ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა, ამ ტურნირს რეგიონი აფინანსებს და ისინი წყვეტენ, რა და როგორ იქნება. "ფოთის მერიას და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის სკოლას ჩვენთან არანაირი კონსულტაცია არ გაუმართავთ. მათ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტურნირისთვის სახელი შეეცვალათ. ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. ამ ტურნირს რეგიონი აფინანსებს და ისინი წყვეტენ თუ რა და როგორ იქნება", - განაცხადა მიქაძემ. ფოთის მერიაში კი განგვიცხადეს, რომ მათ ამ საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა მხარესთან ქონდათ, მათ შორის ჭადრაკის ფედერაციასთანაც. შეგახსნებთ, რომ ფოთის მერიამ „ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს“ სახელი გადაარქვა და მას "ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)