|
2016-07-12 18:54:48, 751 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: ჰაერის დაბინძურებაზე საბოლოო მონაცემები ახალი გადათვლის შემდეგ იქნება ცნობილი
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი პარამეტრები ჩვენთვის გაუგებარი იყო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, თბილისში შემოწმების მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. "ამ ეტაპზე იკვეთება ასეთი სიტუაცია, რომ იმ ფაქტორებზე რაც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ამ რეიტინგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი არის მყარი საწვავის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურებაზე. აღებული იყო 2003-2005 წლის მონაცემები. საბედნიეროდ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მონაცემების გადათვლა თავიდან მოხდება. თუმცა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ კი ეს ფაქტორი იყო ე.წ. შენობის შიდა ჰაერის სისუფთავე, შენობის გარე სისუფთავე, გამონაბოლქვი, მართლაც ყურადღებას იმსახურებს", - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში "ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება", რომლის თანახმადაც, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)