|
2016-07-12 14:45:40, 771 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა
პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ კი, დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა. ბერძენიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ბევრჯერ უთქვამს, რომ ერთპარტიული მთავრობა სურთ. „როგორც ჩვენი კამპანიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრძანა, ჩვენ მზად ვიყავით, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი მინისტრები ბოლომდე ყოფილიყვნენ საკუთარი ფუნქციის შემსრულებლები და ამით მოგვეკლო საარჩევნო კამპანიაში, მაგალითად, თინა ხიდაშელის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე, სხვა მინისტრების. მაგრამ, ერთპარტიული მთავრობა მინდაო - ეს ნათქვამი აქვთ. ევროპული კოალიციური სტილი პოლიტიკის კეთებისა „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე. ეს არის შედეგი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისად, მთავრობაში დაკავებულ თანამდებობეს თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი ტოვებენ. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე რჩება და „რესპუბლიკურ პარტია“ დატოვა. საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება. პარტია საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე წარსდგება სახელწოდებით „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“. პარტიის საარჩევნო შტაბს თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაუძღვება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება.
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
BOG-ის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს UWC-ის სტიპენდიებზე საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას?
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)