|
2016-07-12 13:40:30, 665 ნახვა
საზოგადოება
მესტიის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში წყლის გამწმენდ ნაგებობას და დამხმარე ინფრასტრუქტურას აშენებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 2 ახალი რეზერვუარი და წყლის მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ღირებულება, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 21 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. მესტიის მოსახლეობის ნაწილს, წლების განმავლობაში, წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ჩასული ტურისტები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)