|
2016-07-11 15:02:39, 644 ნახვა
საზოგადოება
ბარნოვის ქუჩაზე გზის შეკეთების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება
ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. აღნიშულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე. „12ივლისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე. ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან. შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)