|
2016-07-11 13:09:44, 659 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია
სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა მოგვარებულია, ასევე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. "ჯერჯერობით არ არის დადგენილი თუ რა ზარალი მიადგა სამეგრელოს რეგიონს სტიქიის შედეგად. სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო და იმიტომ გრძელდება ამდენ ხანს ზარალის დათვლა. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებული სოფლებისა და ქალაქების დასახმარებლად. მაგალითად, მარტვილსა და მის შემოგარენში მოიხრეშა გზები. იმ დაზიანებულ მონაკვეთებზე, სადაც წყალმა გზები ჩარეცხა, აღვადგინეთ ეს გზები. ჩხოროწყუსა და სენაკში თვის ბოლომდე დასრულდება ზარალის დათვლა და კანცელარიას გაეგზავნება შესაბამისი მონაცემები. ელექტოენერგიის მიწოდების მხრივ სამეგრელოს რეგიონს ამ დროისთვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ტრანსპორტის მხარეს - ორი სოფელი იყო მარტვილში, თამაკონი და აბედათი, სადაც საავტომობილო გზები იყო დაზიანებული. თუმცა, გაკეთდა შემოვლითი გზები და მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სხვა სოფლებს - გარესამყაროს არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი. ისინი გარესამყაროს საავტომობილო გზებით უკვე უკავშირდებიან", - განაცხადეს პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)