|
2016-07-11 10:25:17, 665 ნახვა
საზოგადოება
#გააზიარეწარმატება - სოციალურ ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს
#გააზიარეწარმატება - ამ ჰეშთეგით სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ „ბიზნესდაჯილდოება 2016-ში", რომელსაც თიბისი ბანკი ჯეოსელთან ერთად წარმოგიდგენთ. ვებგვერდზე http://businessaward.ge კონკურსანტების რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება, კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბიზსნესდაჯილდოებაში და დარეგისტრირდნენ კონკურსანტებად შემდეგ ნომინაციებში: წლის ტურისტული ბიზნესი; „სნეპ ფიტნეს ჯორჯია" არის ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც აქვს ჯანსაღი საქმის კეთების ამბიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ გვინდა, რომ ეს მუხტი სხვებსაც გადავცეთ. ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით კონკურსზე და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ბიზნესდაჯილდოება 2016-ში. ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლობლობა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ. ყველამ უნდა გავაზიაროთ წარმატება, იმისათვის, რომ უფრო ბევრი ბიზნესი გაჩნდეს ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენცია კარგია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის, ''- ამბობს ცნობილი კალათბურთელი და „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას" დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია. (R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)