|
2016-07-09 14:56:33, 543 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ”მტკიცე მხარდაჭერის მისიის” გაგრძელებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO -ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის,, თემაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა NATO - ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში NATO- ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო დგას გამოწვევების წინაშე, უსაფრთხოება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს. მისივე თქმით, საერთო ძალისხმევით მოხერხდა ტერორიზმის შეკავება. ასევე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, საქართველო იყო და რჩება ერთ- ერთ მთავარ კონტრიბუტორად და ქართველი ხალხის ურყევი ნებაა გახდეს NATO -ს წევრი. თავის გამოსვლაში, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებაში და ეხმარება ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპერაციის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ატლანტიკური სივრცის ოჯახის წევრად მიიჩნევს თავს და მისი ამოცანა ნატოში გაწევრიანებაა. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მიმდინარეობა განიხილეს. ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც არასაბრძოლო მისიის განხორციელებით გამოიხატება, რომლის მთავარი მიზანი ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადებაა. ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" გაგრძელებას. ვარშავის სამიტზე NATO - მ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრო მონტენეგრო.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)