|
2016-07-08 19:34:02, 1170 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სათანადოდ ალბათ იმიტომ ვერ ფასდება, რომ ცოცხალია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინსიტრის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამედროვეების ღვაწლს უტოლდება. ამის შესახებ კობახიძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: "თუ კარგად გადაავლებთ თვალს ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, ნახავთ, რომ მას ყველა მიმართულებით ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმიანობა აქვს გაწეული - იგივე კულტურის სფეროს გადარჩენით, ჩვენი მატერიალურ-კულტურული ძეგლების გადარჩენით, ჩვენი შემოქმედებითი სფეროს წარმოამდგენლების ფიზიკური გადარჩენით. რატომ არ არის ის მოღვაწე? მე ვფიქრობ, რომ არის. თუნდაც ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომელსაც მთლიანად აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არის უნიკალური შანსი, ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ განათლების უნიკალური შესაძლებლობა. რატომ არ უტოლდება ეს იმ ღვაწლს, რომელიც თავის დროზე განათლების სფეროში ილიას და მის თანამედროვეებს ქონდათ. როდესაც ეროვნულ საგანძურს გვიბრუნებს ის საქართველოში, როდესაც 500-ზე მეტი ჩვენი ისტორიული ტაძრის აღდგენაზეა საუბარი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ შეიძლება გაუტოლდეს ამ ადამიანის ღვაწლი 60-იანელების ღვაწლს. მაშინ მთავარი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ქართული თეატრი, დღეს უნივერსიტეტის დაარსებასა და ამ თეატრების გადარჩენაზეა საუბარი. რა არის ამაში გაუგებარი?! რატომ მოხვდათ ეს ჩვენს ოპონენტებს გულზე და რატომ გაბრაზდნენ?! დიდხანს უნდა იყოს ეს ადამიანი ჩვენს გვერდით. იმიტომ, რომ ივანიშვილი საქართველოსა და ქართველ ხალხს ჭირდება. არ მჭირდება მასთან პირფერობა, მე ვამბობ იმას, რასაც გულწრფელად ვგრძნობ და რისიც მჯერა. არავისთან ბოდიშს არ მოვიხდი ამ შედარებისთვის. წლები გავა და ბევრი დარწმუნდება ამაში. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანმა სამება ააშენა ისე, რომ არავინ ვიცოდით. ვინც აკრიტიკებს იმას რა გაუკეთებია თუნდაც იმ თავისი მოკრძალებული შემოსავლით?! რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რადგან ამ ადამიანმა შეძლო მათი დამარცხება. ეს იყო რეჟიმი, რომელიც მან საკუთარი გამძლეობით, საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის ყოფნა-არყოფნის სასწორზე დადებით დაამარცხა. ალბათ, რადგან ცოცხალია, შეიძლება, სათანადოდ ვერ ფასდება. ვიღაცა დამაბრალებს, რომ სიაში ადგილი მინდა და ამიტომ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ მივილტვი თანამდებობისთვის. სადაც საჭიროა იქ ვარ და ვიქნები. ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონდეს. მათ ყავთ სააკაშვილი, რომელიც თავის თავს აღმაშენებელს ადარებს და დიდგორზე ყრილობას ატარებს. ამის უნდა რცხვენოდეთ მათ, თორე მე ამის არ მრცხვენია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)