|
2016-07-08 19:19:32, 996 ნახვა
ეკონომიკა
სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა
მიმდინარე წლის 5-6 ივლისს ქალაქ მინსკში გაიმართა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის I სხდომა, რომელიც ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით შეიქმნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიზანს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, მათ შორის ექსპორტის ზრდა და ერთობლივი საწარმოების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ბელარუსის მხრიდან მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მიხეილ მიატლიკოვი, ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების წარმომადგენლები და კომპანიების ხელმძღვანელი პირები. სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები, ასევე არსებული მდგომარეობა სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის, ფარმაცევტიკის მიმართულებით და თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები. სხდომის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მ/წლის 1-4 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენის საორგანიზაციო საკითხებსა და მისი მნიშვნელობის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ბელარუსში წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და გაიმართება კომპანიებს შორის შეხვედრები. შეხვედრაზე გადაწყდა ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომის გამართვა, რომელსაც ორივე ქვეყნიდან ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)