|
2016-07-08 17:59:20, 636 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) გეორგ ლეუკას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამს შეიქმნას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მეღვინეობის, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუცქციის დაცვის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. NS
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)