|
2016-07-08 15:16:40, 597 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ესაა პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ტარდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში, ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას. "ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში, ეს ყველაფერი არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)