|
2016-07-08 14:35:08, 627 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ბაღებში ამ დროისთვის 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა
ამ დროის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა მუშაობს უხარვეზოდ, რიგითობის პრინციპით. "მოქალაქეები, რომლებმაც შეავსეს სარეგისტრაციო ბლანკი და დააჭირეს ღილაკს „შემდეგი“, დგანან ვირტუალურ რიგში, სადაც თავდაპირველად რეგისტრირდება ის პირი, რომელმაც სხვაზე უფრო სწრაფად განახორციელა ეს პროცედურა. სწორედ ამას უკავშირდება სისტემის პასუხი „გთხოვთ, დაელოდოთ“. აღნიშნული პასუხის პირობებში, პროგრამას შეუძლია დაარეგისტრიროს იმდენი მოქალაქე, რამდენი ვაკანტური ადგილიც არის კონკრეტული ბაღის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში. სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტექნიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ არ შეევსოთ სარეგისტრაციო ბლანკი და რეგისტრაციის დაწყებამდე გადაეტვირთათ. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ბლანკის ქვემოთ მოცემულ აპლიკაციაში, ბავშვის პირადი ნომრის მითითებით. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ მათთვის სასურველ ბაღს და დატოვონ განცხადება სარეზერვო სიაში ჩასმის თაობაზე",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)