|
2016-07-07 21:33:28, 848 ნახვა
საზოგადოება
სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს. ამის შესახებ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს. მისი თქმით, სანიკიძის კანდიდატურა ორ პოზიციაზე განიხილება. „რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონცენტრირდები სხვა საკითხებზე. მეორე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ ან აქეთ ან იქით“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)