10:10 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 17:36:09, 1148 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისთვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე’’ განკარგულების პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი  კომპონენტის,  ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების განკარგულების პროექტი დამტკიცდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების - დიდი მიტარბის გათვალისწინებით.

ბოლო წლების განმავლობაში ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე მიმდინარე აქტიური სამშენებლო საქმიანობების ფონზე და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის სისტემური რევიზიისა  და განახლების საკითხი.  
ბაკურიანის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი   არეალი, სადაც დაშვებულია განაშენიანება, თითქმის სრულად ათვისებულია. შესაბამისად,  იმისთვის, რომ არ მოხდეს  მომიჯნავედ არსებული ტყის ფონდისა და რეკრეაციის ქაოსური განაშენიანება, ასევე ხელი შეეწყოს კურორტის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას,  სივრცითი დაგეგმარების კუთხით ყალიბდება ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების ერთიანი ხედვა.

უსისტემო და არაგეგმაზომიერი განაშენიანებისა და  ტყის ფონდის დაზიანების  თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სრულფასოვანი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის შემუშავება.

,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის  ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიღებით დადგინდება ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისთვის დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრები და მოხდება ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ყირიმის ხიდს 24 საათის განმავლობაში მეორედ შეუტია
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics