|
2016-07-07 15:29:27, 605 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იყო. "ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საკუთარი თავი მოქნილი და სანდო ინსტრუმენტით, თუმცა ის ასევე უნდა მოიცავდეს მკაფიო გარანტიებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით", - განაცხადა დიას კონსუერგამ. ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკანონმდებლო ინიციატივას მაისის ბოლოს დაუჭირა მხარი. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ დადგა. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწორედ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)