|
2016-07-07 15:17:47, 773 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა
მთავარობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „თავისუფალი თაობის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იურიდიული დეპარტამენტისა და საპარალამენტო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უსახლკაროების პრობლემები გააცნო და მიიღო დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე შედგება შეხვედრა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომდგენლების მონაწილეობით. „უფრო ფართოდ გავშლით უსახლკაროთა თემას, უნდა მიიღონ რაიმე ორგანული კანონი, სარეგულაციოდ შეიქმნას დეპარტამენტი, ან არსებულ დეპარტამენტს დაევალოს ამ პრობლემის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ შიმშილობა დაიწყოს და ასეთი ტიპის აქციები გავმართოთ. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით პარლამენტთან და შემდეგ მოვდივართ მთავრობის ადმინისტრაციასთან“,-განაცხადა სადღობელაშვილმა. იპოთეკით დაზარალებულების, სოციალურიად დაუცველების და უსახლკაროების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)