|
2016-07-07 12:36:09, 654 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად დაცული იქნება
„ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მეტად დაცული იქნება“,-ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრმა დავით ბარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური თავალსაზრისით, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა წევრობისთვის მოემზადოს. „ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მეტად დაცული იქნება, რადგანაც ის პრაქტიკული მიზნები, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, უკავშირდება სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას. პოლიტიკური თავალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ წევრობისთვის მოემზადოს.ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში, გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას.ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი ასევე იქნება ასახული როგორც აქამდე იყო, საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს, გაუსვამს ხაზსს“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)