|
2016-07-07 11:03:19, 684 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: აშშ საქართველოში არჩევნებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარშავის სამიტის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ–ში მიმდინარე პროცესებს. „ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და აშშ ვაღრმავებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანო საქართველოში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკოს აღორძინების, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ისიც გარკვეულწილად სიმბოლური, იყო აშშ–ს "დემოკრატიული პარტიის" წარმოამდგენელი საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს შეხვდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ჯონ კერისთან შეთანხმდნენ, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები უნდა შედგეს თავისუფალ გარემოში. „ვისაუბრეთ შიდა, როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში მიმდინარე პროცესებზე. ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესებია. მე მას ამერიკაში ვუსურვე დემოკრატების წარმატებები, მან საქართველოში "რესპუბლიკელებს" გვისურვა წარმატება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში და ამას აშშ–დან მიექცევა სათანადო ყურადღება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)