|
2016-07-07 09:37:22, 687 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, ვარშავის სამიტის შედეგად, საქართველოს არსებითი პაკეტი გაფართოვდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. „ასევე დადასტურებას იმ პროგესის, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე დემოკრატიის განვითრების კუთხით ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში, ჩვენთვის ვარშავის სამიტი ძალიან მნისვნელოვანი მოვლენაა და ვფიქრობთ, ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატოსთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრხოება უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო კიდევ მეტად დაცული იქნება”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას. ვარშავის სამიტი ხვალ გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)